Servisebi's large logo

ახალი ფუნქციონალი სერვისებზე — მართეთ მომხმარებელთან კომუნიკაცია თქვენთვის სასურველი რეჟიმით

 სერვისებზე დაემატა ახალი ფუნქციონალი, რომელიც განცხადების ავტორებს უფრო მოქნილ და კომფორტულ კომუნიკაციას სთავაზობს.
 მომხმარებელს შეუძლია თავად განსაზღვროს, სურს თუ არა ზარების მიღება სამუშაო საათების მიღმაც. ეს შესაძლებლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც კონკრეტული სამუშაო გრაფიკი აქვს და სურს კომუნიკაციის პროცესის უკეთ მართვა.
ახლა უკვე შეგიძლიათ თავად განსაზღვროთ, გსურთ თუ არა ზარებისა მიღება სამუშაო საათების დასრულების შემდეგაც. ფუნქციონალი ხელმისაწვდომია როგორც განცხადების დამატების, ისე რედაქტირების პროცესში.

 როგორ მუშაობს ახალი ფუნქცია?

განცხადების დამატების ან რედაქტირების დროს გამოჩნდება სამუშაო საათების ველი, სადაც შეგიძლიათ მიუთითოთ:

•  რომელი საათიდან მუშაობთ
•  რომელ საათამდე იღებთ შეკვეთებს ან ზარებს
•  მუშაობთ თუ არა შაბათსა და კვირას
•   მიიღოთ თუ არა ზარები არასამუშაო დროს

 პარამეტრი „დამიკავშირდნენ არასამუშაო საათებშიც“ ავტომატურად ჩართულია.
 ეს ნიშნავს, რომ მომხმარებლები შეძლებენ თქვენთან დაკავშირებას სამუშაო საათების მიღმაც.
 თუ გსურთ, რომ დაკავშირება მხოლოდ სამუშაო საათებში იყოს შესაძლებელი, უბრალოდ გამორთეთ აღნიშნული პარამეტრი.



 ასევე, თუ მომხმარებელი „დარეკვის“ ღილაკს არასამუშაო საათებში დააჭერს, სისტემა ავტომატურად აჩვენებს საინფორმაციო შეტყობინებას, რომ დაკავშირება ხდება სამუშაო დროის მიღმა. საჭიროების შემთხვევაში, პლატფორმამ მომხმარებლებს შესაძლოა ალტერნატიული განცხადებებიც შესთავაზოს, რათა სასურველი მომსახურების პოვნა კიდევ უფრო სწრაფად და მარტივად შეძლოს.
ახალი ფუნქციონალი მომხმარებლებსა და მომსახურების მიმწოდებლებს შორის კომუნიკაციას უფრო კომფორტულსა და გამჭვირვალეს ხდის.



მისი დახმარებით შეგიძლიათ:
•  უკეთ მართოთ სამუშაო დრო
•  თავიდან აირიდოთ არასასურველი ზარები გვიან საათებში
•  მომხმარებლებს მიაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია თქვენი ხელმისაწვდომობის შესახებ
•  შექმნათ უფრო კომფორტული საკომუნიკაციო პროცესი
•  გაზარდოთ კომუნიკაციის ეფექტურობა

სერვისები მუდმივად აგრძელებს პლატფორმის განვითარებას და მომხმარებლებისთვის უფრო მოქნილი, თანამედროვე და კომფორტული ფუნქციების დამატებას.
რეკომენდირებული მომსახურებები
რეკომენდირებული სტატიები
რეკომენდირებული კატეგორიები
ავტო სერვისი | დასუფთავება, დალაგება | ტვირთის გადაზიდვა, ლოჯისტიკა | ტვირთის გადაზიდვა, ლოჯისტიკა | მშენებლობა, რემონტი | განათლება | განათლება | დამლაგებელი | დამლაგებელი | დამლაგებელი | სამშენებლო ნარჩენების გატანა | ამწე ლიფტი | ევაკუატორი | ევაკუატორი | ავეჯის გადაზიდვა | ავეჯის გადაზიდვა | ავეჯის გადაზიდვა | ავეჯის გადაზიდვა | გათბობის ხელოსანი | გათბობის ხელოსანი